English / ქართული / русский /
ქეთევან კიწმარიშვილი
ინოვაციური საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო საკითხები

ანოტაცია. ინდუს¬ტრი¬ულად განვითარებულმა, ასევე დინამიურად განვითარებადმა ქვეყნებმა უკანასკნელ წლებში შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეს უმეტესად წარმატებული ინოვაციურ-ტექნოლოგიური საქმიანობით. დღეისათვის საქართველოში ინოვაციური კლიმატი აღნიშნული საქმიანობისათვის არასახარბიელოა. არ არსებობს ერთიანი ინოვაციური სახელმწიფო პოლიტიკა, სუსტია ინოვაციური ინფრას¬ტრუ¬ქტურა, შეზღუდულია ინოვაციის ბაზარი და ამ პროცესების მართვის ნორმალური ეკონომიკური სტიმულირების საშუალება. ფინანსურმა სიძნელეებმა სამრეწველო სფეროში, სათანადო გარან¬ტი¬ების არ არსებობამ და თანამედროვე და განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური წარმოების შექმნის სირთულეებმა, განვითა¬რე¬ბის არასტაბილურმა ტემპებმა კიდევ უფრო შეამცირა ინოვა¬ციუ¬რი საქმიანობისადმი ინტერესი და გამოიწვია მისი თანდათანობითი შეკვეცა. და ეს მაშინ, როდესაც ინოვაციური საქმიანობის გააქტიურება წარმოადგენს იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის წარმა¬ტე¬ბული განხორციელება განაპირობებს ეკონომიკური და სოცია¬ლუ¬რი განვითარების პრობლემების ფართო სპექტრის გადაწყვეტას და არის ის ქმედითი საშუალება, რომელმაც შეიძლება უზრუნვე¬ლ¬ყოს ეკონომიკური წინსვლა, და, რაც მთავარია ბაზრის შევსება საკუ¬თა¬რი წარმოების სხვადასხვა სახის კონკურენტუნარიანი პროდუქციით.

საკვანძო სიტყვები: ინტერვენცია. ინტელექტუალური პროდუქტი, ინსტიტუცია, ინოვაციური ტექნოლოგია. 

შესავალი: საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების თანამედროვე ეტაპზე საქართველოში ინოვა­ციური საქმიანობა საკმაოდ დაბალ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მაღალკვა­ლიფიციური კადრები, შესაბამისი სამეცნიერო-საწარმოო ბაზა, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მარაგები და სხვა, უკიდურესად სუსტია ორიენტაცია ინოვაციური პოტენციალის, მეცნიერების მიღ­წე­ვების წარმოებაში და საქმიანობის სხვა სფეროებში რეალიზაციისკენ. რაც შეეხება ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ მდგო­მა­რეობას დარგობრივ ჭრილში, ნებისმიერი დარგის უპირველესი პრობლემა დაკავშირებულია საწარმოებში საკუთარი საშუალებე­ბის, როგორც ბიუჯეტური, ისე არაბიუჯეტური წყაროებით დაფინან­სების უკმარისობასთან, მათ შორის მოზიდული სახსრების შეზღუდვასთან. წარმოების მოცულობის შემცირებისა და ფინან­სე­ბ­ის მუდმივი დეფიციტის პირობებში შეუძლებელი ხდება ფულადი რესურსების გამოყოფა ინოვაციური საქმიანობისთვის. 

ძირითადიტექსტი:მიმდინარე ეტაპზე უდიდეს მნიშვნელობას იძენს საქართ­ვე­ლოში ინოვაციური საქმიანობის შესაბამისი ინფრა­სტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორიცაა მცირე ინოვაციური, ინჟინირინგული, კონსალ­ტინგური და ინფორმაციული სამსახურები, ტრენინგ-ცენტრები, ლიზინგური მომსახურეობის კომპანიები, ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდები და სხვა.   

ამ მიზნით აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

1. ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო-საზოგადოებრივი მხარ­და­ჭერის სისტემის შექმნა;

  1. ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების საკონკურსო სისტემის შექმნა და მცირე და სწრაფად გამოსყიდვისუნარიანი ინოვაციური პროექტების რეალიზაციის სახელმ­წიფო მხარდაჭერა;

3. ინოვაციურ სფეროში მარკეტინგული საქმიანობის ორგანიზა­ცია და წარმართვა;

  1. ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების პირდაპირი სახე­ლ­მწიფო ინვესტიციები, რომელთაც გააჩნიათ ეროვნული მნიშვნელობა;
  2. საქართველოში ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი გარე­მოს ჩამოსაყალიბებ­ლად, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთტრანსფერს და "ნოუ-ჰაუ"-ს გამოყენებას;
  3. კერძო ინვესტორებისათვის, რომლებიც წარმართავენ საქმია­ნო­ბას მაღალტექნო­ლო­გიურ წარმოებაში, ინოვაციის ათვისების პერიოდში სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნ­ველყოფა საგადასა­ხადო შეღავათების დაწესებით;
  4. ინოვაციური საქმიანობის ხელსაყრელი პირობების შესაქმნე­ლად დაბეგვრის სისტემის რეფორმირება ამორტიზაციის ანარიცხების მექანიზმების შეცვლის, დაბეგვრის ბაზის დაზუსტების და სხვა საკითხების გადაწყვეტით;
  5. საგარეო-ეკონომიკური ღონისძიებების ხელშეწყობა უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივ საწარმოთა შექმნისა და მეცნიერება­ტევადი პროდუქტის წარმოებისთვის, საზღვარგარეთ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელება სამამულო ინოვაციათა შესახებ. საგამო­ფენო საქმიანობის სრულყოფა, უცხოურ კრედიტებში ინოვაციური ინფრასტრუქტურისთვის შესაბამისი კვოტების უზრუნველყოფა და სხვ.;
  6. ბიუჯეტური და არაბიუჯეტური სახსრების აქტიური მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური პროდუქტის ბაზის ჩამოყალი­ბებას. ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დამუშავებას;
  7. ინვესტორების ინტერესის გაზრდის მიზნით პრაქტიკაში შემო­ღებულ უნდა იქნეს ფინანსური და ტექნიკური რისკების დაზღვევა, რომლებიც დაკავშირებული არიან ინოვაციური პროექტების რეალიზაციასთან;
  8. დახმარების გაწევა უცხოური და ადგილობრივი იურიდიული პირებისთვის ინოვა­ციურ საქმიანობაში ინვესტიციების განსახო­რციელებლად;
  9. ინფორმაციული სისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს მონაცემებს ინოვაციური საქმიანობის შესახებ;
  10. სახელმწიფო ინოვაციური ფონდის შექმნა. მას, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, შესაძლოა ეწოდოს "სახელმწიფო ინოვაციური ფონდი", "ინოვაციურ-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" და სხვ. ასეთი სახელმწიფო ფონდების ეფექტიანი საქმიანობა კარგადაა ცნობილი ბევრ ქვეყანაში.

ყოველივე აღნიშნულის ორგანიზაციის, წარმართვისა და ხელმძღვანელობისთვის, ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების კოორდინაციის მიზნით, საქართველოში როგორც საზღვარგა­რეთის ბევრ ქვეყანაში, უნდა ჩამოყალიბდეს ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ეროვნული სამსახური.

ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო-სამართლებრივი პირობების ფორმირება. ინოვაციური საქმიანობის განვითარების სტრატეგიის აღნიშნულ მიმართულებებთან ერთად, მნიშვნე­ლო­ვანი როლი ენიჭება ინსტიტუციონალურ გარდაქმნას (პრივატიზება, ფინანსურ-სამრეწ­ველო ჯგუფების შექმნა, ინოვაციურ სფეროში დემონოპოლიზაცია, მცირე მეწარმეობა და სხვ.), რომლებიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმ­ნისკენ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ინოვაციური საქმიანობის გააქტიურებას, უზრუნ­ველყოფს კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოების ზრდას და ახალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ათვისებას.

ინოვაციური პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელია სათა­ნადო საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რომელიც განსაზღვრავს ამ საქმიანობას ყველა მიმართულებით. ინოვაციური საქმიანობის საკანონმდებლო ბაზა ეყრდნობა ფუძემდებლურ კანონებს საავტო­რო უფლე­ბების, საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, ინვესტიციების შესახებ, საგადასახადო, საბაჟო, ანტიმონოპოლიური რეგულირების, ფასებისა და ფასწარმოქმნის, მეწარმეთა და პრივატიზების შესახებ და სხვ. ინოვაციური საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება თანხმდება შრომის კანონმდებლობასთან, ბიუჯეტური პროცესებისა და მოწ­ყობის კანონმდებლობასთან, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროდუ­ქ­ტის მიწოდებისა და სახელმწიფო საიდუმლო კომერციული საქმი­ანობის კანონმდებლობასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა სრულად ვერ პასუხობს ინოვაცი­ური პოლიტიკის განხორციელების ამოცანებს და ამ საქმიანობის სწორად წარმართვისათვის საჭიროებს მის გაფართოებას, შევსებას ახალი კანონებით.

გასატარებელია ღონისძიებათა კომპლექსი წმინდა საბაზრო სტრუქტურების შექმნისთვის, მათ შორის ინოვაციური პროდუქტე­ბის რეალიზაცის, ინოვაციური ბირჟების ორგანიზაცი­ისთვის. შესამუშავებელი და მისაღებია კანონი "ინოვაციური საქმიანობის და ინოვაციური პოლიტიკის შესახებ".

ინოვაციური საქმიანობის საწარმოო-ტექნოლოგიური მხარ­დაჭე­რა. ამჟამად ინოვაციურ-ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე­ო­ბას იღებენ სხვადასხვა სიდიდის, პროფილისა და სპეციალიზაციის წარმონაქმნები, როგორიცაა ტექნოპარკები, ბიზენს-ცენტრები, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრები, კონსალტინგური, ინჟინირუ­ლი და ლიზინგური საწარმოები და სხვა სტრუქტურები, რომელთა საქმიანობა განეკუთვნება ინოვაციური ციკლის სხვადასხვა ეტაპს.

სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციურ-სამეწარმეო საქმიანობის ინფრასტრუქტურის _ ტექნო­პარ­კების, მეცნიერულ-სამრეწველო პარკების, კოოპერატივებისა და სხვათა გამოცდი­ლებამ დაგვანახა:

  • ისინი წარმოადგენენ მეცნიერებისა და წარმოების დაახლოების ეფექტიან ფორმას და რადიკალურად წყვეტენ დანერგვისა და კომერციალიზაციის პრობლემას; მინიმუ­მამდე დაჰყავთ "კვლევა-დამუშავება-წარმოების" ციკლის ხარნგძლივობა;
  • მასში კომერციულ საწყისებზე წარმატებით გამოიყენება არსე­ბული მოწყობილობანი და ინტელექტი, რომელსაც განაგებს წარმოება და მეცნიერულ-საკონსტრუქტორო ორგანიზაციები;
  • სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებისა და მეცნიერთა გამო­კვლევების ორგანიზა­ციას და მათ მეტად საჭირო კონტაქტებს;
  • ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სტიმულირების თანამედ­როვე მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს მეცნიერებისა და წარმოების ინტეგრაციას, მათ განვითა­რებასა და ეკონომიკურ ზრდას;
  • საქართველოს პირობებში ინოვაციური სამუშაოების კომერცია­ლიზაციის ყველაზე ეფექტიანი გზა არის მცირე ინტეგრაციული ინოვაციური ფირმების ("ბიზნეს-სათბუ­რები", ტექნო-პარკები, ინოავციური კოოპერატივები და სხვ.) განშტოებულ ქსელზე დაყრდ­ნობა, რომელსაც გააჩნია უნარი მოკლე დროში, მინიმალური დანახარჯებით დაამუ­შაოს კონკურენტუნარიანი, მეცნიერებატევადი პროდუქცია.

პერსონალის მომზადება და გადამზადება ინოვაციური მენე­ჯმენ­ტის სფეროში. ინოვაციურ სფეროში საქმიანობის აქტივიზაციის უმთავრეს პირობას წარმოადგენს ამ სფეროში მომუ­შავე პერსონალის მომზადებისა და გადამზადების საკითხი.

თანამედროვე ბიზნესმენები და მენეჯერები მოქმედებენ სულ სხვა გარემოში, ვიდრე 10-20 წლის წინ. ბევრი მათგანი მწვავედ გრძნობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის აუცილებ­ლობას. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია ქართული გარემოს თავისებურებე­ბიდან გამომდინარე ადგილობრივი კადრების აღზრდასა და განათლებაზე ყურადღების ყოველმხრივი გააქტიუ­რება, მართვის თანამედროვე კულტურის დამკვიდრება. მხედველო­ბაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მართვის ეფექტიანობა, მისი ფორმები უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის სპეციფიკასთან, მის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ტრადი­ციებთან და სხვ.

ღონისძიებები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე:

  • ინოვაციური საქმიანობისთვის პერსონალის (ხელმძღვანე­ლო­ბა, მეცნიერულ-ტექნიკური პერსონალი) მრავალსაფეხურიანი მომ­ზა­დება და გადამზადება;
  • რეგიონული საგანმანათლებლო ქსელის მხარდაჭერა; კადრების მომზადებისა და გადამზადების მიზნით მასწავლებლების, კონსულტანტების კვალიფიკაცის ამაღლება;
  • სასწავლო პროგრამების რეგიონებზე გავრცელების მიზნით, ინტერაქტიული პროგრა­მებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მომზადება ელექტრონული და დისტანციური განათლების სისტემის განვითარებისთვის;
  • კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემის, განსა­კუთრებით აქტუალური სასწავლო კურსების, სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა და გამოცემა;
  • ინოვაციურ-ტექნოლოგიური საქმიანობისა და ინოვაციური მეწარ­მოების მხარდაჭერის საკითხებში რეგიონული ადმინისტ­რაციული კადრების მომზადება.

ინფორმაციულ-კომუნიკაციური უზრუნველყოფა. უნდა შეიქმნას ერთიანი ინფორმაციული ციკლი "მეცნიერება-წარმოება-ბაზარი". ეფექტიანი ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ ამ ციკლის ყველა ეტაპზე აუცილებელი ინფორმაციული უზრუნველყოფით. ინო­ვა­ციური საქმიანობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას განსაკუთ­რებული მნიშვნელობა აქვს მეცნიერულ-ტექნიკური პროდუქციის პოტენციური მწარმოებლებისა და მომხმარებლების დიდ ტერიტორიაზე დაშორიშორების პირობებში. აღნიშნული საქმიანო­ბის ჩარჩოებში ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია:

  • ინფორმაციული ქსელის პროგრამული და აპარატული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთმოქმედ სტრუქტურების საქმიანობას;
  • მონაწილეთა ინფორმაციული ურთიერთქმედება, მათ შორის გლობალური ქსელის (ინტერნეტი) მეშვეობით:
  • ინოვაციური პროცესის ძირითადი ნაწილების (პროექტები, ფირმები, კადრები, რესურ­სები, პროდუქცია და ბაზრის კონიუნქტურა და ა.შ.) ინფორმაციულ მონაცემთა ბანკების შექმნა;
  • ინფორმაციული რეგლამენტებისა და ფორმატების შემუ­შავება; მათი ჰარმონიზაცია საერთაშორისო ანალოგებთან;
  • გადაწყევტილების გამომუშავების უზრუნველყოფისა და მიღე­ბი­სათვის ინოვაციური სფეროს სტატისტიკური და ანალიტი­კური კვლევა;
  • სარეკლამო და საპრეზენტაციო საქმიანობა.

ინოვაციური საქმიანობის განვითარების ეკონომიკური დაფინანსური საფუძვლები. მკაცრი ფინანსური პოლიტიკის პირობებში საწარმოები იძულებულნი არიან რესურსების მნიშვნე­ლოვანი ნაწილი გამოიყენონ მოქმედი წარმოების მიმდინარე საჭიროებების დაფინანსე­ბაზე და იშვიათ შემთხვევაში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და მენციერებატევადი კონკურენტუნარიანი პროდუქციის ათვისებისთვის.

აქტიური ინოვაციური პოლიტიკის გატარებისთვის საჭიროა მივიღოთ არაორდინალური ზომები.

ბიუჯეტური სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად აუციულებელ კონკრეტულ ღონისძიებებს უნდა მიეკუთვნოს:

  1. მხოლოდ იმ ინოვაციური პროექტების დაფინანსება დაუბრუ­ნებლობის საფუძველზე, რომელთაც გააჩნიათ ზოგად-ეროვნული ხასიათი და გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონო­მიკური უსაფრთხოების ზრდაზე;
  2. ნებისმიერი ფორმის საკუთრების მქონე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინოვა­ციური პროექტების სარეალიზაციოდ ბიუჯეტური სახსრების განთავსების საკონკურსო პრაქტიკის გაფართოება, იმ პირობით თუ წარმოდგენილი პროექტები წინ უსწრებენ მსოფლიო მეცნიერულ-ტექნიკურ დონეს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო და მოზიდული კერძო ინვესტიციები გამოიყოფიან პარიტეტულ საწყისებზე.

პროექტების საკონკურსო შერჩევის სისტემის განვითარება მოხდება საწარმოო ინოვა­ციების ეროვნული ფონდის მეშვეობით, დაბრუნებადობის საფუძველზე.

ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ ეფექტიან საბაზრო საშუალებად უნდა გახდეს კრედიტი გირაოს გამოყენებით.

აუცილებელია ინოვაციური საქმიანობის გაააქტიურების, მეცნიე­რებატევადი პროდუქ­ციის წარმოების და ექსპერტის ეროვნული პროგრამის შემუშავება, რომელიც უნდა ითვა­ლის­წინებდეს:

1. ინოვაციური საქმიანობის ეკონომიკურ-სამართლებრივი უზრუნ­ველ­ყოფის, ინსტიტუ­ციო­ნა­ლური გარდაქმნების, ინოვაციურ სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სტიმულირების მექანიზმის შემუშავებას;

  1. ინოვაციურ სფეროში დაფინანსების სისტემის განვითარების, სახელმწიფო, კერძო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;

3. ინოვაციური პროექტების შერჩევისა და ფინანსების დაბრუ­ნებადობის საკონკურსო სისტემის შემუშავებას;

  1. რეგიონებში და საზღვარგარეთ ინოვაციური ცენტრების, ასევე ინოვაციური მეწარ­მეობის განვითარების ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტების ქსელის შექმნას;
  2. სრული ინოვაციური ციკლის ერთობლიობის და მემკვიდრეო­ბითობის უზრუნველსა­ყოფად, ინოვაციური პროექტების მართვის ინსტიტუტის შექმნას.

ინოვაციურ-ტექნოლოგიური უსაფრთხოება. ინოვაციურ-ტექნო­ლო­გიური უსაფრთხოება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

ბოლო წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რთული დინამიკა უკიდურესად ნეგატიურად აისახა საქართველოს ინოვა­ციურ-ტექნოლოგიურ სფეროზე. ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია ინტელექტუალური პოტენცია­ლ­ის ემიგრა­ციის გააქტიურება, მეცნიერულ-საკონსტრუქტორო კადრების დენადობა, უმუშევრობა. მიმდი­ნარეობს ინტელექტუალუ­რი კოლექტივების დაშლა.

დასკვნა

 ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეები, რეფორმების კოორდინაციის არასრულ­ყოფილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პირობები და სხვა, განაპირობებენ, უცხოეთში მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების, ინოვაციებისა და სამრეწ­ველო ტექნოლოგიების უკონტროლო გადინებას. ამასთან, ექსპორტზე კონტროლისა და მისი რეგულირების შესახებ საქართ­ვე­ლოში მიღებული აქტები და გადაწყვეტილებები შემოი­ფარ­გლება მხოლოდ სტრატეგიული ნედლეულისა და ტექნიკური საშუალებების ექსპორტზე კონტროლით, სამოქალაქო დანიშნულებ­ის მაღალეფექ­ტია­ნი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი კი საერთოდ არ რეგულირდება. მეცნიერულ-ტექნიკურ და ინოვაციურ-ტექნოლო­გიურ სფეროში შეიქმნა რამდენადმე ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაცია, რომელიც განპირობებულია, ერთი მხრივ, საერთაშო­რი­სო თანამშრომლობის განვითარებისა და ინფორმაციათა გაცვლის ობიექტური აუცილებლობით ამ სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობით, რომე­ლიც აუცილებელია მაღალეფექტიანი სამამულო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ქვეყნის გარეთ არასანქცირებული გადინების აღსაკვეცად. 

გამოყენებულილიტერატურა: 

  1. ქ. კიწმარიშვილი. ინოვაციური მენეჯმენტი. 2016 წ.
  2. თვალჭრელიძე ა., სილაგაძე ა., ქეშელაშვილი გ., გეგელია დ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვიტარების პროგრამა,თბ.,2011 წ.
  3. Инновационный менеджмент, под ред. С. Ильенковой, М., 2014.
  4. Иновационный менеджмент, под ред. В. Горфинкеля, М., 2007.
  5. http: //www.russba.ru/